N 213 საბავშვო ბაღში პოლიციაა მობილიზებული, მშობელმა შვილს იარაღი მისცა და უთხრა…

დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N 213 საბავშვო ბაღში სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და უთხრა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ N 213 საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიცია მუშაობს. როგორც „სივილ პრესს“ უწყების პრესსამასხურში განუცხადეს, სამართალდამცველები ადგილზე უკვე იმყოფებიან და შემთხვევის დეტალებს სწავლობენ. შსს-ის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Comments
Loading...