ნადეჟდა სავჩენკო განაჩენის მოლოდინშია – უკრაინელი მფრინავი სასამართლოში მიიყვანეს

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ბრალდებული, დონეცკის სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლე მის საქმეზე განაჩენს დღეს ან ხვალ გამოაცხადებს.

სავჩენკო სასამართლოში ხელბორკილებით, გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს.

პროკურორი სავჩენკოსათვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს.

უკრაინელ ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებენ ბრალს. ჟურნალისტები ლუგანსკის ოლქში 2014 წელს, საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

სავჩენკო ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტების გარდაცვალებამდე, სავჩენკო ტყვედ აიყვანეს.

ამასთან, როგორც ბრალდებული აცხადებს, ის რუსეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს.

Comments
Loading...