ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ- მეჭიაური

ქორწინების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” წევრის თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დეპუტატი თამაზ მეჭიაური ეხმიანება.

“ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება”, -განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდებს. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა.

Comments
Loading...