ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე უვადო შიმშილობას იწყებს

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელის, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულის თქმით, დაწესებულებამ დღეს ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომლის მიხედვით, ნარკოლოგიის ცენტრმა სამედიცინო ცენტრ „ურანტთან“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნაწილში ხელშეკრულება შეწყვიტა.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრის 1350 პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ურანტში“ მომსახურებას ვეღარ მიიღებს.

მისივე თქმით, წერილის მიხედვით, „ურანტის“ ბენეფიციარები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადავლენ.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ის ხვალ, ზაზა შენგელიასთან ერთად პროტესტის ნიშნად კანცელარიის შენობასთან უვადო შიმშილობას დაიწყებს.
7

წყარო:Liberali.ge

Comments
Loading...