ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლილია

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნას ეხმაურება.

ნარმანია აღნიშნავს, რომ ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

„ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ნიშანდობლივია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად არის დაშლილი. მათ ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევთ საიმისოდ, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს და რეალურად ფეხებზე დადგეს. ვნახოთ რას იზამენ ოპონირების ნაწილში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრი გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ თბილისის საკრებულოშიც პოლიტიკური პროცესები პარლამენტის ანალოგიურად გაგრძელდება.

Comments
Loading...