ნატა ფერაძე: არ გამიკვირდება, რომ Facebook- იც დახურონ
„პარტიზანი მებაღეების“ დამფუძნებლის ნატა ფერაძის განცხადებით, მედიის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა ის აქციაზე არა „რუსთავი 2“- ის არამედ ხეების დასაცავად მივიდა.
ამის შესახებ პარტიზანმა მებაღემ, უზენაესი სასამართლოს წინ „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
„ბოლო 4 წელია „რუსთავი 2“ არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რუპორი სამოქალაქო მოძრაობების და ჟურნალისტურ გუნდს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა არაერთი პრობლემა ჩვენ კი არა, იპოვეს ჟურნალისტებმა, თუმცა მე აქ დგომით ვიცავ ხეებს და არა „რუსთავი 2“- ს.
ტიპი ყიდულობს ტყეებს, ყველგან აშენებს სახლებს და ოკუპირებული აქვს ტროტუარები, ჩვენ გვჭირდება ეს ყველაფერი და ასევე თავისუფალი მედია“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.
მისივე, თქმით თუ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს კისერს მოუგრეხენ, „TV პირველიც“ იგივე ბედს გაიზიარებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოერევიან „რუსთავი 2“ -ს კისერს მოუგრეხენ, „TV პირველსაც“ იგივე ბედი ელის, ოქტომბერში თვითმართველობის არჩევნებია და არ გამიკვირდება, რომ Facebook-იც დახურონ, რომ არ დაგვრჩეს კომუნიკაციის საშუალება“ , – განაცხადა ნატა ფერაძემ.