„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ყოფილ პრეპიერს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს.
ამის შესახებ ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა.
„ მაინტერესებს ივანიშვილის ფსიქიკა, როგორ უნდა მიუჯდე არგენტინიდან ჩამოყვანილი მზარეულებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშს- საახალწლო სუფრას შენს სასახლეში, როგორ უნდა მოკიდო ლუკმას ხელი, როცა მთელი საქართველო მშიერი ხვდება ახალ წელს“,- განაცხადა ნათელაშვილმა.