ნათელაშვილი: ხელისუფლებას მოვუწოდებ გადადგეს და დანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ და რეჟიმმა საქართველო  სოციალური „სიდუხჭირის გეტოდ“  გადააქცია.

ნათელაშვილის თქმით, ადამიანებს დარჩათ მხოლოდ და მხოლოდ ორი ფუნქცია გადაიხადონ – არაადამიანური ჯარიმები და გადასახადები.

„სამართლიანი სოციალური მოთხოვნებით დაწყებული საპროტესტო აქცია კრიმინალური ხელისუფლების სრული უპასუხისმგებლობის გამო გადაიზარდა ძალადობასა და ანარქიაში, რაც უაღრესად სამწუხაროა. ქვეყანაში შესაბამისად, მწიფდება სოციალური ბუნტი. ბათუმი ერთ-ერთ სიპმტომი და გამოვლინება გახლავთ ამ ყველაფრის“, – აღნიშნა ნათელაშვილმა

შალვა ნათელაშვილი  ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს.

” ამ ძირგამომპალ კრიმინალურ რეჟიმს, რომელსაც თავის ხალხთა სალაპარაკოდ არაფერი არ დარჩა და არანაირი რესურსი არ გააჩნია  გარდა ბომბების, რეზინის ტყვიები და გაზისა მოვუწოდებ, რომ გადადგნენ და დანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები, მხოლოდ ესაა წამალი დღეს ჩვენი ქვეყნისათვის. რათა მათი ალი-კვალი  მოვიცილოთ ჩვენი არეალიდან.

ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, სანამ მინისტრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, პრეზიდენტები გავხდებით, ჯერ ხომ ადამიანები ვართ? და ადამიანური ზნეობრივი ნორმები ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას.

ვინ განაგებს ჩვენ ბედს?!- კაცმა ვერაფერი ვერ მოიფიქრა, ბათუმში და აჭარაში უკეთესი გარდა იმისა, რომ რაც ეგზოტიკური ხეები იყო ყველაფერი დათხარა და სახლში წაიღო. ის რამეს დატოვებს ბიუჯეტში?! ის რამეს დატოვებს ხალხის ჯიბეში?! ის არ გაგვაძრობს უკანასკნელ ტყავს?, აბა რას იზამს”, – აღნიშნავს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე.

Comments
Loading...