„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის მოთხოვნას გეგმავს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, პარლამენტში ვიცე-სპიკერის ვაკანტური თანამდებობა მოითხოვოს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არა უმეტეს სამის წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ფრაქცია შექმნეს და უმრავლესობაში არ არიან გაერთიანებული.

რეგლამენტის აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ამ დროისთვის, პარლამენტში ვიცე-სპიკერის მესამე კვოტა ვაკანტურია, რადგან ორი ადგილი ათვისებული აქვთ – „პატრიოტთა ალიანსს“ და საპარლამენტო უმცირესობას.

თავის დროზე, სერგი კაპანაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში შექმნილი ფრაქციების კვოტით დაინიშნა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო უმცირესობის 21 წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, პარტიას ვიცე-სპიკერის პოსტი აღარ აქვს.

როგორც „ინფო 9“-ს ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა „ნაციონალური მოძრაობა“ ვიცე-სპიკერის პოსტის მოთხოვნას გეგმავს.

მისი თქმით, მესამე ვაკანტური ადგილი არსებობს და როგორც თეორიულად, ასევე რეგლამენტიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას საშუალება ექნება კვოტა მოითხოვოს.

„ჯერჯერობი, ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ რეგლამენტი თეორიულად ამის საშუალებას იძლევა“, – განმარტა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გასულ კვირას დატოვეს.

Comments
Loading...