„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მოუწოდებს…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიამ საჯაიამ განუცხადა.

საჯაია იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით შეხვდნენ.

შეხვედრას მარიამ საჯაიას გარდა ესწრებოდა ფრაქციის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ნიკა მელია და სალომე სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრამდე პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს შეხვდა.

ipn.ge

Comments
Loading...