“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ნიკა მელიას, კაკო ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის
https://www.youtube.com/watch?v=2CGnzR5GSe8&feature=youtu.be
ნიკა მელიამ სერგო რატიანს გიგა ბოკერიას დამჯერი ბავშვი უწოდა.
“ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას”,- უთხრა მელიამ სერგო რატიანს.
დაპირისპირება დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას მოჰყვა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.
ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომის და სასამართლო სხდომის როგორც ჩანიშვნა ასევე გადადება საეჭვოდ დაემთხვა.
მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ.
დღესვვე, “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.
რატიანის თქმით, “სწორედ ამ ფონზე ითხოვა გიგიმ ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, – აღნიშნა სერგო რატიანმა.