„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული საქართველოს” ორგანიზებით „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი პროტესტი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებს უკავშირდება.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი შაქარიშვილის თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა”.
„გვინა შევახსენოთ საზოგადოებას, როგორი ფასადური იყო მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი დემოკრატია. ამ ყველაფერს ამტკიცებს გავრცელებული ვიდეომასალა. „ნაციონალური მოძრაობა” უამრავი ადამიანის წამებაშია დამნაშავე. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები მუდმივად ირღვეოდა. ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ზოგადად ქართველი ერის ზინაშეა დამნაშავე და ვითხოვთ მათ გასამართლებას”, – განაცხადა ირაკლი შაქარაშვილმა „რეპორტიორთან” საუბრისას.
აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა და ორგანიზატორების თქმით, ამ ეტაპზე აქციაზე 200-მდე ადამიანი იმყოფება