„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.

ამომრჩეველთან შეხვედრა დღეს საგარეჯოს ცენტრში გაიმართა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და პრობლემების მოაგვარებას დაპირდა.

„მთელს საქართველოში და საგარეჯოშიც, პრობლემა არის სამუშაო ადგილები. ამიტომ, დასაქმება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და პროგრამა მიმართული იქნება იმაზე, რომ ამოძრავდეს ეკონომიკა და დავასრულოთ ივანიშვილის უძრაობის ხანა. როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ავამუშავებთ ეკონომიკას, ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდებათ. საგარეჯოში სერიოზული პრობლემაა წყალი და შიდა გზები. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი სამუშაო ადგილზე, რომ რაც აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკეთსი ცხოვრება მოვიდეს საგარეჯოში და მთელ ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებშიც წარადგენს.

Comments
Loading...