“ნაციონალურმა მოძრაობამ” სკოლა გახსნა, საინტერესოა რა ისწავლება სკოლაში?!

პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” სკოლა გახსნა რომელსაც რეფორმების სკოლა დაარქვეს. სკოლა სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია განთავსებული და ლექციებს ისეთი პოლიტიკური ფიგურები კიტხულობენ როგორიცაა: დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი და სხვა.

რეფორმების სკოლის მიზანს ახალგაზრდების მიზიდვა და პარტიულ საქმიანობაში ჩართვას წარმოადგენს, სწავლა და ნაციონალური წვრთნა უფასოა. როგორც ე.წ. რეფორმების სკოლის დამფუძნებლები აცხადებენ აღნიშნული სკოლა თანამოაზრეთა გუნდმა დაააფუძნა.

ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის, დასავლური ღირებულებების გარშემო. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო განათლების გაძლიერებას საქართველოში, რადგან მხოლოდ ღირებულებებზე დაფუძნებითა და განათლებითაა შესაძლებელი შევცვალოთ ქვეყანა სასიკეთოდ, საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის საძირკველი განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემა, ცივილიზებული დიალოგი, თავისუფლების სურვილი და ადამიანის უფლებებია.
➡ რეფორმების სკოლა არ არის ტრადიციული სასწავლო დაწესებულება – ეს უფრო თავისუფალი სივრცეა, პლატფორმა დისკუსიისთვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
➡ჩვენ თანამოაზრეთა კლუბს თქვენც შეგიძლიათ შემოუერთდეთ და ჩაერთოთ მომავალი დემოკრატიული რეფორმების გააზრების პროცესში.:
➡თუ ხარ 18 – 30 წლამდე, გამოგვიგზავნე CV 23 ნოემბრამდე ელ-ფოსტაზე school@unm.org.ge . ჩვენ დაგიკავშირდებით და გაცნობებთ გასაუბრების თარიღს.
➡თქვენ მიიღებთ მონაწილეობას ვორქშოპებში ქალაქგარეთ. 5 ვორქშოპი 5 შაბათ-კვირის განმავლობაში ქალაქგარეთ შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება თქვენთვის.
შემოგვიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ მომავალ საქართველოზე.

ვკითხულობთ განცხადებაში.

საინტერესოა ასწავლიან თუ არა სკოლაში აქციების სისხლიან დარბევას, წამლის ჩადებას, გაუპატიურებასა და ვიდეო გადაღებას.

ავტორი: ვალოდია ჯინჭარაძე

წყარო
marshalpress.ge

Comments
Loading...