NDI: გამოკითხულთა 64%-ისთვის ნატო მისაღებია

გამოკითხულთა 64%-ისთვის ნატო მისაღებია – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, რომელთაც 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო გახდეს ნატოს წევრი?“

გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა: მისაღებია – 64%, მიუღებელია – 22%, არ ვიცი – 14%.

ამასთან, გამოკითხვამ ცხადყო, რომ უმცირესობათა დასახლებებში ნაკლებია ნატოს მხარდაჭერა, რადგან დიდია „არ ვიცი“ პასუხის მაჩვენებელი – 27%.

NDI-ს ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

Comments
Loading...