NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.