NDI მედიას კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარუდგენენ.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი – 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.​ ​NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.

Comments
Loading...