ნდობის ჯგუფში “საქართველოს პატრიოტებიდან” ინაშვილის კანდიდატურას წარადგენენ

პარლამენტში ნდობის ჯგუფი იქმნება. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან“ ნდობის ჯგუფში ირმა ინაშვილის კანდიდატურას წარადგენენ.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, რომ ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები შეისწავლოს, რასაც მიესალმება.

მან აქვე დასძინა, რომ სუს-მა პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების კონტაქტები და ბიოგრაფია უნდა შეისწავლოს, რის შემდეგაც გამოჩნდება, „ვინ არის რუსეთის აგენტი“.

„დღეს მოვისმინე სხვადასხვა ტიპის შეფასებები, გაისმა ასეთი მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ყველა კანდიდატის კონტაქტები, ბიოგრაფია და ა.შ, რამდენად სანდოა ესა თუ ის კანდიდატი, რომ მონაწილეობდეს ნდობის ჯგუფში. მივესალმები ამას, მზად ვარ, შემისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ისედაც შესწავლილი ვყავარ, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ, უნდა შეისწავლონ “ნაციონალური მოძრაობის“ გადაადგილება, კონტაქტები რუსეთთან, მერე გაირკვევა ვინ არის რუსეთის აგენტი, და ვინ არა”,- განმარტა ინაშვილმა.

 

წყარო : imtavroba.ge

Comments
Loading...