NewYorker-მა ჟურნალის მორიგი ნომრის გარეკანის ფოტო გაასაჯაროვა, რომელიც ამა წლის 6 მარტს გამოქვეყნდება.
ჟურნალის ყდაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია გამოსახული, რომელიც თავისი სათვალით პეპელას უყურებს. მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ დახატულ პეპელას ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახე აქვს. თავად ფოტოზე გამოსახულ ადამიანს იუსტას ვლადიმირის ძე ტილის უწოდებენ.
1925 წელს, NewYorker-მა კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელზეც ერთი კაცი, სახელად იუსტას ტილი სათვალის მეშვეობით პეპელას უყურებდა. მას შემდეგ, ტილი ჟურნალის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა, ხოლო პეპელა პუბლიკაციების გმირი.
ჟურნალის ახალი ნომრის ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ინტერვენციაა. სტატიის სახელწოდება “ტრამპი, პუტინი და ახალი ცივი ომი”.
ipress.ge