ნიკა გვარამია: ახლა ჩვენთვის მთავარი გასაჭირი ჩვენი მაიკო ასათიანის გასაჭირია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თოქ-შოუ „პროფილის“ წამყვან მაია ასათიანის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

„ახლა ჩვენთვის, „რუსთავი 2“-ელებისთვის“, მთავარი გასაჭირი ჩვენი მაიკო ასათიანის გასაჭირია! ყველანი შენს გვერდით ვართ! გვიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებთ შენი ნუცას გადასარჩენად!“, – მიმართვს ნიკა გვარამია მაია ასათიანას სოციალური ქსელის საშუალებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუ „პროფილის“ წამყვან მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე ავად გახდა და მძიმე მდგომარეობაში, საფრანგეთის საავადმყოფოშია მოთავსებული. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფება.

მაია ასათიანის შვილის ზუსტი დიაგნოზი ამ დროისთვის უცნობია.

Comments
Loading...