ნიკა გვარამია: ატილიო ლომბარდოც გადავიდა 1997-ში, “იუვენტუსიდან” “კრისტალ პალასში”
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სპორტული კომენტატორისა და გადაცემა “სხვა შუადღის” თანაწამყვანის, დიმა ობოლაძის “იმედში“ გადასვლას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება:
„ჰო, რა იყო მერე, ატილიო ლომბარდოც გადავიდა 1997ში „იუვენტუსიდან“ „კრისტალ პალასში”, – წერს გვარამია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის სპორტული კომენტატორი და გადაცემა “სხვა შუადღის” თანაწამყვანი, დიმა ობოლაძე მუშაობას „იმედში“ აგრძელებს.
როგორც დიმა ობოლაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „იმედიდან“ მისთვის მისაღები წინადადება შესთავაზეს, რაზეც თანხმობა განაცხადა.