ნიკა გვარამია: მოლოდინი ჰქონდათ, ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და გაჯეჯილდებოდნენ
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
„მთელი სამართალდამცავი უწყებები, უმრავლესობა და მთავრობა დაეწყო და ივაჭრა პატრიარქის პერსონით. გადასაფარი იყო სხვა მნიშვნელოვანი თემა, რომელიმე გავლენიანი მღვდელმთავრის ჩამოშორება უნდოდათ, თუ ორივე ერთად, ფაქტია, ივაჭრეს პატრიარქით და მოლოდინი ჰქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და გაჯეჯილდებოდნენ.
„რუსთავი 2“ რომ თემას წინასწარ გახეთქავდა, ვერც ეს გათვალეს. ასე რომ, “ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”, რაზეც კვირიკაშვილმა ისაუბრა, სწორედ მისი ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა.
„ქართულმა ოცნებამ“ იკადრა ის, რაც არასდროს, არც ერთ ხელისფულებას საქართველოში არ უკადრია”, – წერს გვარამია.