ნიკა გვარამია: თუ მე დამაკავებენ, ტელეკომპანიას ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი დაკავების შემთხვევაში ტელეკომპანიის ხელმძღვანელად ზაალ უდუმაშვილი დარჩება.

“ჩვენ ვემსახურებით სიმართლეს და უკან დამხევები არ ვართ. თუ არ გეყოფათ საღი აზრი და მე დღეს დამაკავებთ, “რუსთავი 2″ მაინც იდგება ფეხზე. კვირას აქცია მაინც ჩატარდება. მე მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს და ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. არანაკლებ პატრიოტი და გულმხურვალე პატრიოტია, როგორც ქვეყნის, ასევე ამ ტელეკომპანიის, თუ მეტად არა”,- აღნიშნა გვარამიამ

ipress.ge

Comments
Loading...