ნიკა მელია: ამ ხელისუფლების პირობებში ნახევარი ქვეყნის მოსახლეობა ბოლთას სცემს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები, რომელთა დაყრდნობითაც უწყებამ ეროსი კიწმარიშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და დახურა, უსუსურია.

“სამწუხაროდ, პროკურატურამ ყველა ის ეჭვი დადასტურა, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა დღიდან ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისა. მთავარი არგუმენტი, რამაც პროკურტურა თვითმკვლელობის ვერსიამდე მიიყვანა და ამის საფუძველზე საქმე დახურა, არის ბოლთას ცემა სადარბაზოში. ბოლთას ცემს დღეს საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში, ნახევარი ქვეყნის მოსახლეობა და კრედიტი აქვს ამ ქვეყნის 60 %”,- განაცხადა მელიამ
წყარო:აიპრესი

Comments
Loading...