ნიკა მელია არ უნდა დადიოდეს თბილისის ქუჩებში – კობა ტყეშელაშვილი

“ნიკა მელია არ უნდა დადიოდეს თბილისის ქუჩებში”- აცხადებს კორცხელის დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე კობა ტყეშელაშვილი. ტყეშელაშვილმა სამეგრელოში მომხდარის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. ტყეშელაშვილის განცხადებით, კორცხელში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ნიკა მელია გამოჩნდა:

„პირველი ზონდერი იყო ცემდა ხალხს ხელკეტებით…ნიკა მელიას მოსვლამდე იქ არაფერი არ ხდებოდა. მოვიდა იქ დაიწყო პროვოკაციები, ხელის წავლება ბიჭებზე, კუნთები ხომ არ გატყუილებს, გაქაჩვა-გამოქაჩვები. ერთ მომენტში ჩვენი სპორტსმენი ეუბნება- ხელი ჩაწიე, იმიტომ რომ ძაან აგრესიულად იქცეოდა.მე ვფიქრობ, რომ მაგათმა ეს სპეციაულრად დადგეს.იმიტომ, რომ მაგათ სხვა შანსი არ აქვთ…ქვა დაარტყეს ჩვენს ერთ მეგობარს თავში,ზუსტად იმ ადგილზე სანამ დაიწყებოდა ყველაფერი. ვიღაც გამოვარდა, არ ვიცი ვინ იყო და ქვა ჩაარტყეს თავში. არ დავასახელებ ვინაობას შეგნებულად, ეს ბიჭი მიყვანილ იქნა ზუგდიდის საავადმყოფოში და ყველაფერი იცის პოლიციამ, ყველამ ყველაფერი იცის. მაქედან დაიწყეს ყველაფერი. ყველაფერი უცებ მოხდა, მეც დუბინკა გადამატეხეს. სახეზე ვერ ამოვიცანი, არ ვიცი ვინ იყო, მე ხომ სტუმრად ვიყავი ჩასული, სტუმრად კი არ ვიყავი, ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, მე ვარ ქართული ოცნების მომხრე, 2012 წლიდან გვერდით ვუდგევარ ოცნებას და ვთვლი საჭიროდ, რომ გვერდით ვედგე ქართველ ხალხს და ქართულ ოცნებას, რომ ისევ ესენი არ დაბრუნდნენ და არ გაამწარონ ხალხი, როგორც გაამწარეს. … ეს კადრები რუსთავი 2-ის კადრებია, სხვისი არაფერი არ არის, დაამონტაჟეს და ამოჭრეს ის რაც თვითონ აწყობდათ“ განაცხადა კობა ტყეშელაშვილი

Comments
Loading...