საგანგებო ბრიფინგზე მელიამ ასევე განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობის” დაყოფით პარტია არ დასუსტბედა, პირიქით, ის გაძლიერდება.
“წამსვლელი წავიდა – ვცემთ პატივს მათ აზრს, ვინც პარტია დატოვა. უბრალოდ, მოულოდნელი იყო, რომ პირველი ბრიფინგი “ივანიშვილის სტილში“ ჩაატარეს და მთელი დრო დაუთმეს “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის ლანძღვას. რა არის აქ მთავარი? – ჩავარდა იანიშვილის გეგმა, რომ “ნაცმოძრაობა” დასუსტებულიყო და დაშლილიყო. “ნაციონალიური მოძრაობიდან” ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსთა ჯგუფი წასულა, მათ შორის უფრო მძიმეწონოსანები, ვიდრე დღეს წავიდნენ, მაგრამ პარტია კი არ დასუსტებულა, პირიქით – გაძლიერებულა. 20 იანვრიდან იწყება განახლებული “ნაცმოძრაობის” ახალი გზა. პარტია გადავა ახალ ეტაპზე”, – განაცხადა მელიამ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამიჯნულმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტიის დატოვებისა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ განაცხადეს.
პარტიას ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგი გამოეყო.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება თავმჯდომარის საკითხმა გამოიწვია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დარჩენის მომხრეა, დარჩენილი ნაწილი კი, ყოფილ პრეზიდენტს უპირისპირდება. პარტიაში ასევე დაპირისპირებაა 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებითაც.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიასთან დაკავშირებით ივანიშვილის გეგმა ჩავარდა და 20 იანვრიდან განახლებული “ნაცმოძრაობის” ახალი გზა დაიწყება.