ნიკა მელია: ქვეყანაში აუტანელი გაჭირვებაა და ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება

მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავირაზმოთ და 8 ოტომბერს ივანიშვილი დავამარცხოთ”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ თემქაზე მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

“ქვეყანაში აუტანელი გაჭირვებაა და ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, გაუფასურებული ლარი, შეჩერებული პროექტები, ამ ყველაფრის შემოქმედი გახლავთ ერთადერთი ადამიანი, მილიარდელი ბატონი ივანიშვილი და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავირაზმოთ და 8 ოტომბერს, პირველ რიგში, ივანიშვილი დავამარცხოთ თავისი ტყუილი დაპირებების გამო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება დავიწყოთ.

ის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, რომელიც ამ ვითარებას სჭირდება არის განახლებულ “ნაციონალურ მოძრაობაში”,- განაცხადა მელიამ.
წყარო:აიპრესი

Comments
Loading...