ნიკა რურუა: მმართველი გუნდი “გაზპრომის” აქციონერის მარიონეტია

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის, ნიკა რურუას განცხადებით, ნატოსკენ მისწრაფების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება აუცილებელია, იმისთვის რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

“ეს არის უდიდესი ეროვნული ამოცანა, იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი უსაფრთხოება, თავდაცვა და ეკონომიკური კეთილდღეობა უზრუნველყოფილი. ეს არის შემბოჭავი ინსტრუმენტი ნებისმიერი მთავრობისთვის, ვინც არ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ კონსტიტუცია როგორც ვიცით უმაღლესი კანონია ქვეყნის. მმართველი გუნდის მხრიდან ამაზე შეწინააღმდეგება მიანიშნებს, რომ ისინი რეალურად არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არიან “გაზპრომის” აქციონერის მარიონეტები”,-განაცხადა ნიკა რურუამ.

Comments
Loading...