„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, საქმის გამკეთებელი ხალხი პარტიაში და ხალხთან დარჩა.
როგორც ჟურნალისტებს რურუამ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დასრულდა ინტრიგები, კარჩაკეტილობა და ქედმაღლობა.
მისი თქმით, პარტია საკუთარ ხალხს ბევრად უფრო დაუახლოვდება.
„პარტია იმიტომ არსებობს, რომ ხალხს ემსახუროს და საკუთარ ხალხს გამოადგეს. პარტია დღევანდელი დღის შემდეგ მხოლოდ გაძლიერდება, საკუთარ ხალხს დაუახლოვდება და კაბინეტურ მმართველობას დაასრულებს“, – განაცხადა რურუამ.