საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მემფისში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, 1/4 ფინალში, რეიტინგის 490-ე ნომერი, მატიუ ებდენი იყო, რომელიც ბასილაშვილმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში – 7:6, 6:4 დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში მოსახვედრად, ბასილაშვილს კიდევ ერთი მეტოქის დამარცხება მოუწევს. ამჯერად, ქართველის მეტოქე, რეიტინგის 103-ე ნომერი, ყაზახი კუკუშკინია.
შეხვედრა, ბასილაშვილსა და კუკიშკინს შორის, თბილისის დროით, 19 თებერვალს, 02:00 საათზე დაიწყება.
ipress.ge