ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობოებს: შეწყვიტეთ პატრიარქის ლანღვა

“პატრიარქმა შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იმ სპექტაკლის შემდეგ, რომელიც პატიმრებმა აჩვენეს გუშინ რუსთაველის თეატრში. პატრიარქის განცხადება იყო როგორც ერის სულიერი მამის რომ საპატრიარქოს თხოვნა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გაზიარებულ იქნეს შეწყალების კომისიაში მაინც. იქ კი კარგად ვიცით რომ არ ითვალისწინებენ არც საპატრიარქოს არ მოქალაქეების პოზიციებს. მარგველაშვილის და ქორიძის დუეტი იწყალებს მხოლოდ იმ პირებს რომლებიც მათ ინტერესებშია. მარგველაშვილმა თავისი ნათესავების და პოლიტიკური მოკავშირეების შეწყალების ორგანოდ აქცია ეს უწყება.
დღეს ციხეებში პატიმრების ნუგეში და იმედი პატრიარქია და არა პრეზიდენტი. არასამთავროებები რომლებიც პატრიარქის ზიზღით არიან განსმჭვალულიები, შევახსენებ რომ მათ სისულელების მოსმენას ქართველ ხალხს ურჩევნია პატრიარქს მოუსმონონ. ჯერ გაერკვიეთ რას ითხოვს ადამიანი და მერე დაესხით თავს. შეწყვიტეთ პატრიარქის ლანღვა თორემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.”

-აცხადებს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე

Comments
Loading...