ნიკოლოზ მჟავანაძე: „ოცნების“ახალ სახეებად მოგვევლინება საიას და სამართლიანი არჩევნების წევრები

ვიცე პრემიერის, კახი კალაძის განცხადებით, ქართული ოცნება ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარადგენს.

-“არჩევნებზე ჩვენ ვაპირებთ ყველა პარტიამ თავისი სახეები წარადგინოს და არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე. როდესაც ახალი სისხლი, ახალი სახეები მოდის, ნებისმიერ გუნდში, ყოველთვის მისასალმებელია. კონკურენცია სადაც არის, რეზულტატი მაქსიმუმია“- განაცხადა კახი.

აქვე დავძენთ, რომ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

-„რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი ქართული ოცნების ერთ-ერთი ახალი სახე იქნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. სწორედ ჩუგოშვილი გახდება პარლამენტის თავმჯდომარე. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახალ სახეებად ასევე მოგვევლინება საიას და სამართლიანი არჩევნების წევრები“.

Comments
Loading...