ნიკოლოზ მჟავანაძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს: გაემიჯნეთ დამნაშავეებს!

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს მოუწოდებს, პოლიტიკურ ავანტიურებს ნუ აჰყვებიან და პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვონ.

ამის შესახებ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებ „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს, თუ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი სახე და სამომავლოდ დარჩეთ მედიაში პროტესტის ნიშნად დატოვეთ ტელევიზია და გაემიჯნეთ დამნაშავეებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.”– აღნიშნავს მჟავანაძე.

Comments
Loading...