ნინო ბურჯანაძე განხადებას ავრცელებს…

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფულიტიყიდა პარლამენტიც და ქვეყანაც. მისი განცხადებით, ახალგაზრდა თაობაში ბიძინა ივანიშვილის გავლენით ფულის კულტია.

“იმას რომ თავი დავანებოთ რომ მერამდენე თაობაა ჩვენი ახლაგაზრდების, რომლებიც აბსოლუტურად არანორმალურ ვითარებაში იზრდებიან და დღეს სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის მაგალითით, ხშირ შემთხვევაში ფულის კულტია ქვეყანაში და მიაჩნიათ ახალგაზრდების ნაწილს, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ფული იშოვო. თუ ფული გაქვს ესეიგი ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. პარლამენტიც შეგიძლია იყიდო, ქვეყანაც იყიდო, ჯიბეში ჩაიდო, 100 წლიანი ხეები მოთხარო და გადაიტანო და ეს გეპატიება. მე მაინტერესებს, მე რომ გამეკეთებინა მსგავსი რამ და 100 წლიანი ხეები მომეთხარა და გადამეტანა ჩემს ეზოში ალბათ გამასახლებდნენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ipress.ge

Comments
Loading...