ნინო დარასელი : ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე

“ცენტრ პოინტის” საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს რუსუდან კერვალიშვილის შვილი ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“არ ვწერდი პოსტს, სანამ სალომე ჩარკვიანს არ გაათავისუფლებდნენ, რომ შემთხვევით რამე სიმწვავე არ შემეტანა საქმის მსვლელობაში.ეხლაც რასაც ვწერ ჩათვალეთ რომ იმის მეასედია რისი დაწერაც მინდა, უბრალოდ ზოგიერთის პოსტის გამო გავხდი იძულებული. სალომე ჩარკვიანი, საოცარი გოგო, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გუშინ ცენტრ პოინტის საქმეზე დააკავეს, ზუსტად ისევეა დამნაშავე და ამ საქმეზე დასაკავებელი, როგორც მე ლენინის, ან ლენონის მკვლელობაზე(არ მეხუმრება უბრალოდ მეტზე ტვინი არ მიმოძრავებს ამ წუთში).თუმცა თუ მოინდომეს, როგორც ვხვდები ამასაც გაღიარებინებენ კაცს და მე პირადად ვთხოვდი სალომეს რომ ყველაფერი დაწეროს რასაც კი „დააწერინებენ“, იმიტომ, რომ ერთი რომ ის არაფერ შუაშია, მეორე რომ წარმოუდგენელია მისი საკანში ყოფნა და მესამეც და მთავარია ისაა, რომ სამწუხაროდ ძალა აღმართს ხნავს. თუ ვინმე დასაკავებელია, დედაჩემმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა პასუხი აგოს მთელი სიმკაცრით. კვირაში ორჯერ დადის რუსოც და მაიაც სასამრთლოში.არც პირადობა აქვთ და არც პასპორტი, არსად და ვერსად მირბიან, არ აქვთ მუშაობის და შესაბამისად შემოსავლის ქონის საშუალება,რაც გააჩნდათ დაყადაღებულია და უცდიან განაჩენს.მეტი რა შეიძლება ქნან? თავები დაიხოცონ? თუ საჭიროა მაგასაც იზავენ სხვების ხელშეუხებლობის გარანტიით.რა საჭიროა უდანაშაულო ადამიანების დაკავება ბრალის დამძიმების გამო.ისედაც თქვენთვის გამოიტანეთ განაჩენი და ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე. რაც შეეხება გუკას, არაა იმაზე ლაპარაკი, რომ თუ გუკა ჩაბარდა სალომეს გამოუშვებენ.იმედია იქამდე არ მივსულვართ, რომ სალომე მძევალია.და თუკი გაირკვა რომ ეგრეა,და საქმეს ეგ შველის მაშინ გარწმუნებთ ვერავინ დაასწრებს იქ მისვლას. ერთს ვიტყვი კიდევ, მე რომ ხელისუფლება ვყოფილიყავი,შენებაში ხელს კი არ შევუშლიდი, ყადაღებს კი არ დავადებდი და ძალით კი არ შევაჩერებდი მშენებლობებს, წინასაარჩევნოდ ხმებზე ასე კი არ „ვიჩალიჩებდი“, არამედ კომპანიებს დავეხმარებოდი იმ მშენებლობების დასრულებაში რაც სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი მიზეზების გამო შეჩერდა. ამითი დაზარალებულების გულებსაც მოიგებდნენ და კეთილ საქმესაც გააკეთებდნენ.მაგრამ ყველა საქმეს ცოდნა უნდა, მათ შორის დამნაშავის და უდანაშაულოს გარჩევასაც”,-წერს ნინო დარასელი.
იხილეთ ასევე სალომე ჩარკვიანი “ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს წერილით მიმართავს

Comments
Loading...