ნინო მიქიაშვილი – ია მეტრეველსაც შეურაცხყოფას აყენებენ! (აქციის ანონსი)

ია მეტრეველსაც შეურაცხყოფას აყენებენ!

თუ ჩვენ მივალთ და ბუტა რობაქიძის ოჯახს თანადგომას გამოვუცხადებთ, დედამისს ია მეტრეველს შეურაცხყოფას ვეღარ მიაყენებენ და ისეთ დღეში ვეღარ ჩააგდებენ, როგორც იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს უკეთებდნენ ამას. ორშაბათს, 7 მარტს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილი ბუტა რობაქიძის საქმის განხილვას გააგრძელებს. თერთმეტის ნახევარზე ლაშა ჩხარტიშვილმა სასამართლოს შესასვლელთან აქცია დაანონსა.
ბრალდებულების ოჯახს წევრები, თავად ბრალდებულები და მათი უფლებების დამცველი ადვოკატები ია მეტრეველს შეურაცხყოფენ. ეს რომ ვეღარ გაბედონ, ამიტომ უნდა მივიდეთ 7 მარტს დაგეგმილ პროცესზე, ოღონდ იცოდეთ – ერთი და ორი ადამიანი ამ პრობლემას ვერ მოვუვლით, მინიმუმ იმდენი უნდა ვიყოთ, ვაზაგაშვილების პროცესზე რომ მივედით.
ამ საქმის განხილვა დაახლოებით ორი წელია, ორთვიანი შუალედებით ტარდება. ბრალდებულები არიან: დონაძე, მიქაძე, გვაზავა, იაშვილი, ფირცხალავა. მათ ბრალი ედებათ მტკიცებულებების გაყალბებაში. ამჟამად სასამართლოზე მოწმეები იკითხებიან. ხუთი ბრალდებულიდან ოთხი გირაოთ გათავისუფლებული, ხოლო მეხუთე ფირცხალავა კორტების ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის საქმეზე ზის.
აი, ლაშა ჩხარტიშვილის ანონსი: „ორშაბათს, 7 მარტს, 10:30 საათზე, საქაალაქო სასამართლოს შესასვლელთან (ჭიშკართან) შემოგვიერთდი ბუტა რობაქიძის ოჯახის სოლიდარობის აქციაზე ! ერთად დავუდეგეთ გვერდით ბუტა რობაქიძის ოჯახსა და სამართალს ! ერთად მოვითხოვოთ სამართალი და ავღკვეთოთ “ნაცბანდის” მიერ მათივე მსხვერპლის, ბუტა რობაქიძის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული დევნისა და შეურაცხყოფის აღვირახსნილი კამპანია !!! დავდგეთ ისევე მაგრად, როგორც წინა კვირაში ეს ვაზაგაშვილების მხარდასაჭერად გავაკეთეთ!“

Comments
Loading...