ნიუ-იორკში, პარიზსა და ბრიუსელში, საფრთხის გამო საახალწლო ფეიერვერკები გააუქმეს

ნიუ-იორკში, პარიზსა და ბრიუსელში, საფრთხის გამო საახალწლო ფეიერვერკები გააუქმეს. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი უსაფრთხოების გაძლიერება გახდა.

ბელგიაში საახალწლო ფეიერვერკის გაუქმების მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, „მიღებული ინფორმაცია“ დაასახელა.

გასულ წელს ახალი წლის აღსანიშნავად ბრიუსელის ქუჩებში 100 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

ლონდონის ცენტრალურ ნაწილს 3 000 პოლიციელი დაიცავს.

როგორც ცნობილია, კვირის დასაწყისში ავსტრიის სადაზვერვო სამსახურისგან ევროპულმა ქვეყნებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

Comments
Loading...