ნოდია: თუ “ნაცმოძრაობამ” გააყალბა ეს დოკუმენტები, პროკურატურა ამითაც უნდა დაინტერესდეს

ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, გია ნოდიამ “აიპრესთან” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვით, “კალა კაპიტალმა” კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტმენებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანხები გადაურიცხა, განაცხადა, რომ პროკურატურა ამ საქმით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

“ვეთანხმები იმ აზრს, რომ პროკურატურა ამ ამბით უნდა დაინტერესდეს. რადგან არის ამის მოსაზრება, გარკვეული მტკიცებულებებიც ამიტომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არის დაშვებული სიყალბე ესეც პრობლემაა. საჭიროა, პროკურატურა ამით დაინტერესდეს.

ჩემი მოლოდინია, რომ პროკურატურა ამ საქმით არ დაინტერესდება. თუ ასე მოხდა გამოდის, ეჭვი ძლიერდება, რომ ერთგვარად ხელს აფარებს ხელისუფლების მოქმედებებს”,- განაცხადა ნოდიამ.

შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ოთარ კახიძემ და ირმა ნადირაშვილმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლის მიხედვით კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს, ვლადიმერ გეგეშიძესა და გიორგი გიგაურს “კალა კაპიტალმა” “ალფა ბანკში” არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანხები გადაურიცხა.

“კალა კაპიტალში” განაცხადეს, რომ ასეთი გადარიცხვა საერთოდ არ შესრულებულა, ხოლო “ალფა ბანკის” პასუხის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გაყალბებულია.
წყარო:აიპრესი

Comments
Loading...