„ნუ მაბოლებ“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია ლოზუნგით – „ნუ მაბოლებ“ გაიმართა.

ადმინისტრაციასთან „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრები შეიკრიბნენ.

მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაარეგისტრირა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე გასატანად კანონპროექტზე მთავრობის დასკვნაა საჭირო, რომელიც მათი თქმით, ხელოვნურად ჭიანურდება.

Comments
Loading...