“ნუთუ ჩვენც ასეთები ვიყავით, როდესაც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ვიცავდით”
“დეჟა ვუ” დამემართა – ნუთუ ჩვენც ასეთები ვიყავით, როდესაც გამოვდიოდით და მაჟორიტარულ სისტემას ვიცავდით, – აღნიშნული განცხადება მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული დებატებისას გააკეთა.
მაჭავარიანმა აღნიშნა ისიც, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დაცვა მაშინ უფრო ადვილი იყო.
“მაშინ იყო საარჩევნო ოლქები, რომელიც მუნიციპალიტეტებს, რაიონებს ემთხვეოდა და მარტივი იყო განმარტება, თუ რატომ უნდა ჰყოლოდა თითოეულ საარჩევნო ოლქს, თითოეულ რაიონს საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. დიახ, ეს იყო უნიკალური სისტემა – ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სა
დაც დეპუტატები ერთ პალატაში მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ერთად იყვნენ არჩეული. ეს იყო 25 წლის გამოცდილება. ჩვენს დიდ შეცდომად ვთვლი, რომ მაშინ პოლიტიკური ნება არ გვეყო, საბოლოოდ მიგვეღო რეგიონალურ-პროპორციული ან პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამ შეცდომას ახლა ჩვენ და მოსახლეობა იმკის. ამას არავის ვაბრალებ და ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, არ მწყინს, როდესაც ცხრა წელს იხსენებთ”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, რომლის აზრითაც, მმართველი გუნდი ახლა ყოველ დღე იმის ფიქრშია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მათ არჩევნები არ მოუგოს, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
რაც შეეხება მმართველი კოლიციის მიერ საარჩევნო კანონმდებლობში დაგეგმილ ცვლილებებს და არსებული 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლის ინიციატივას, მაჭავარიანის თქმით, “მიჩეხილ-მოჩეხილი სისტემა რეალურად არაფერს ცვლის”.
“საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.