ოჰაიოში, ერთ-ერთ ბარში სროლა იყო

აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ ჰამილტონში მდებარე ერთ-ერთ ბარში ერთი ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს.

Dayton Daily News-ის ცნობით, სროლა ბარ Doubles-ში ატყდა.

თვითმხილველების ცნობით, უცნობმა პირმა 15-ჯერ მოახდინა გასროლა.

ისინი, ასევე, ყვებიან, რომ ბარში მყოფთაგან რამდენიმემ ბოროტმოქმედს თავი მიცვალებულად მოაჩვენა.

თვითმხილველთა ნაწილი ყვება, რომ ბარში რამდენიმე შეიარაღებული პირი დაინახა.

Comments
Loading...