ოჯახური ძალადობა თუ თვითმკვლელობა – ფონდ „ერთიანობის“ ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს

ფონდ „ერთიანობის“ ვიცე პრეზიდენტი ანი ლომაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ის აბაზანაში ჩამომხრჩვალი ყოფილმა მეუღლემ იპოვა, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ ანი ლომაშვილის თანამშრომლებს და ეჭვი ძალადობაზე აქვთ.

„25 წლის ანა (ანკა) ლომაშვილის სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. სავარაუდოდ ის არის ძალადობის მსხვერპლი და არა თვითმკვლელი. დაუყოვნებლივ ვითხოვთ სწრაფ გამოძიებასა და დამნაშავე პირის დადგენასა და დაპატიმრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას და დამნაშავე პირთან ერთად მოვითხოვთ მაღალჩინოსანი პროკურორების დაპატიმრებას რასაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.“- აცხადებენ ფონდ „ერთიანობის“ წარმომადგენლები.

საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

newposts.ge

Comments
Loading...