ბოლო 10 დღეში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და გაგრაში რამდენიმე ადამიანი მოკლეს და ათამდე სახლი დაწვეს.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, დანაშაულები შურისძიების მოტივითაა ჩადენილი.
ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში, ოფიციალური ინფორმაციით 3, ხოლო მოსახლეობის მტკიცებით 7 სახლია გადამწვარი.
სამი სახლი გადაწვეს ასევე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ღვადაში და ორი ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შურისძიება 26 წლის ახალგაზრდის მკვლელობას მოჰყვა, რომლის გვამიც ტყეში იპოვეს.
მკვლელი მოკლული ახალგაზრდის ახლობლებმა აწამეს და ადგილზე დახვრიტეს, რის შემდეგაც, მკვლელთან დაახლოებული ადამიანების სახლების გადაწვა დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო სხდომა მოიწვია და შესაბამის უწყებებს უკანონო ქმედებების სასწრაფოდ აღკვეთა მოსთხოვა.
ამ მიზნით, აფხაზეთის ქალაქებში პოლიციის კონტროლი გამკაცრდა.