ოპოზიცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვს

ოპოზიცია ტერორიზმის საფრთხეების მიზეზით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, დავით ბაქრაძის, შეფასებით, დღეს ხელისუფლება ძირითად რესურს ოპოზიციის დევნაზე ხარჯავს მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე სერიოზული საფრთხეები დგას.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ყველას გვესმის, რომ საფრთხე არის რეალური და ეს საფრთხე არის საქართველოსთან ძალიან ახლოს. მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამ სიმშვიდის ფონზე ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ევალება. სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რამდენად მზად არის ხელისუფლება ასეთი საფრთხეებისთვის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს უსაფრთხოების სამსახურების რესურსის დიდი ნაწილი კვლავ იხარჯება პოლიტიკური ოპოზიციის დევნაზე, თვალთვალზე და მასთან ბრძოლაზე. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სერიოზულად მიუდგეს ამ საფრთხეს,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

Comments
Loading...