ოქროპირიძე მკვლელობაში ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
დარბაზში ვლადიმერ ბერძენიშვილი დაკითხეს – ის თავდასხმის ადგილზე ოქროპირიძესთან ერთად, ავტომობილში იმყოფებოდა.
ბერძენიშვილმა დღესაც, ისევე როგორც პირველ პროცესზე მკვლელობაში ოქროპირიძე დაადანაშაულა.
ხვალ პროცესზე მოკლული ლაშა მახარაძის დედას დაკითხავენ. პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.