„ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი – უცხო პირი „ოქროს სამყაროს“ ტერიტორიაზე შესვლას, სავარაუდოდ, მაროდიორობის მიზნით გეგმავდა

ე.წ. ოქროს ბირჟაზე უნებართვოდ შესვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა, ამირან მარიამიძემ განუცხადა.
როგორც მარიამიძემ აღნიშნა, უცხო პირი „ოქროს სამყაროს“ ტერიტორიაზე შესვლას, სავარაუდოდ, მაროდიორობის მიზნით გეგმავდა, თუმცა პოლიციამ ის ტერიტორიაზე არ შეუშვა და ე.წ. ოქროს ბირჟის ტერიტორიიდან გაიყვანა. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რა სამართლებრივი ზომები გატარდა აღნიშნული პირის მიმართ და დააკავეს თუ არა ის.
ამირან მარიამიძის თქმით, პოლიცია გარანტიას აძლევს „ოქროს სამყაროს“ მოვაჭრეებს, რომ ტერიტროიაზე ღამით უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

 

 

ipn.ge

Comments
Loading...