“ოსკარი” ლეოს – ხანგრძლივი აპლოდისმენტები და დიკაპრიოს ღირსეული სამადლობელი სიტყვა

https://youtu.be/ncgFQAISaGoლოს ანჟელესში “ოსკარების” გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის “რევენანტი” და “შეშლილი მაქსი”. “რევენანტმა” მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო “შეშლილი მაქსი” გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან ჯამში 10 შესაძლებლიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს: წლის ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა “სფოთლაითი”, წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა “რევენანტის” რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ, წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის “რევენანტი”, წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის “ოთახი”.

სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც “თავდაყირამ” მოიპოვა მთავარი პრიზი. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა “საულის ვაჟმა” გაიმარჯვა, წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.

Comments
Loading...