ოთარ კახიძე ეკა ბესელიას: „მე ვერ ვიძინებ ბიძინა ივანიშვილის გარეშე?”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ ისაუბრეს.

ეკა ბესელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელს ყველა თემას უკავშირებს.

„მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ იძინებთ. ადამიანი ყველაზე ხშირად როდის ახსენდებათ, ან როცა უყვართ, ან როცა ეშინიათ, თქვენ დიდი სიყვარული არ გეტყობათ მის მიმართ, ამიტომ ესაა შიში, რადგან მან ის საშინელი სისტემა დაამთავრა, რომელიც წლების განმავლობაში იყო“, – მიმართა ბესელიამ კახიძეს.

Comments
Loading...