“ოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე…აი გამოქვეყნდება სია და მაშინ გაიხსენეთ ჩემი სიტყვები”

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს ექსპერტები ეხმაურებიან. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ “რესპუბლიკური პარტია” და პარტია “ქართული ოცნება” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, პროგნოზები კეთდება მათ შანსებზე. ექსპერტი რომან გოცირიძე წერს “ოცნება” წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე დარჩა:

“ოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე. წარმოიდგინეთ მათი სია რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების და ფორუმის გარეშე.
წარმოიდგინეთ? ჰო და ასეთი რამეც წარმოიდგინეთ: ვთქვათ, სიის პირველ ხუთეულს მისცეს წერითი დავალება. მოყოლით არ ითვლება. ლაპარაკი ყველამ ისწავლა. მაგალითად, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ან ტყე შეუნახეთ შვილებსა, ან კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო. შეიძლება ასეთიც: ”ბეკონმა თქვა, ცოდნა ძალააო?! ერთი მცოდნე და ფულიანი მაჩვენეთ”?!
ისევ წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მათ ნაშრომები? გრამატიკა ვაპატიოთ. ავიწყდება ხალხს. ფორმასაც არ მივაქციოთ ყურადღება. ყველა პოეტი ხომ ვერ იქნება? მხოლოდ შინაარსით შევაფასოთ.
ბევრი იფიქრებს, რომ ვხუმრობ ან ვაზვიადებ. აი გამოქვეყნდება სია და მაშინ გაიხსენეთ ჩემი სიტყვები” წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქზე”

Comments
Loading...