„ოცნების კარუსელი“, ვანგა და პრემიერი

მთავრობაში შესაძლო ცვლილებებს პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტის შელახვად აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული გიორგი კვირიკაშვილზე მოხდეს ზეწოლა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელების მიზნით. “პირველ რადიოსთან” საუბარში ცისკარიშვილი ამბობს, რომ ახლა ცვლილებების დრო არ არის:

„მოგვწონს თუ არ მოგვწონს არსებული რეალობა ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ქართულ ოცნებას შეეყარა სულსწრაფობის სინდრომი. როდესაც ხედავენ თავად რა მოახერხეს ჩვენს ქვეყანაში იმ მრავალთვიანი კამპანიის შედეგს, რომ აუცილებლად ცალ ცალკე უნდა ყოფილიყო შემდგომ პარლამენტში ყველა სუბიექტი არსებული კოალიციიდან, თანაც ეს ხდებოდა არა რაიმე სახის პარტნიორულ შეხვედრებზე, არამედ რამოდენიმე ადამიანი იყო დაკავებული მხოლოდ იმ ფრაზების გაჟღერებით, რომელიც მათთვის დაკვეთილი იყო დიდი ალბათობით სწორედ ამ კოალიციის მამა – მარჩენალის მიერ და თემა შეცვლისა, დღევანდელი მინისტრების მხოლოდ მარცხის მომასწავებელია არა იმდენად “ქართული ოცნებისთვის”, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. არ არის დრო მორიგი საკადრო კარუსელისთვის. კარუსელებში შეყვარებულ უმაღლესი თანამდებობების პირებს ვთხოვოთ, რომ მოითმინონ ოქტომბრამდე და მერე მიიღონ გადაწყვეტილება მით უმეტეს იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს დანიშნული ახალი მინისტრის წოდებით, ის ვერაფერს ჯერ არ გაგონილს ვერ განახორციელებს სამინისტროში. ეს არის მხოლოდ დაძაბულობის შეტანის მცდელობა მთავრობაში და ვფიქრობ, ვიღაცას აქვს სურვილი ჩვენს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს რაიმე უსიამოვნება მიაყენოს თუნდაც იმის გამო, რომ მას აქვს ძალიან მაღალი ნდობის ხარისხი მოსახლეობისგან და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში “ვანგას შემცვლელი” სუბიექტი ჩამოყალიბდა ერთ-ერთი გაზეთის სახით, რომელიც რამოდენიმე თვით ადრე იწყებს მიჭირხვნას ამა თუ იმ თანამდებობის პირის, ამა თუ იმ პარტიის, ყველაფერი მთავრდება მათი საკბილოს მარცხით და მარტის თვეშიც ასეთი ცინიკური ბრალდებები უკვე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრს კვირიკაშვილის წინააღმდეგაც ასე, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მხოლოდ მისი ავტორიტეტის შესამცირებლად ქვეყანაში მოხდეს ზეწოლა მასზე, რომ გამოცვლილ იქნან მინისტრები. თითქოს მოვა ვინმე იმისთანა, რომელიც დარჩენილ 5-6 თვეში შემოიერთებს აფხაზეთსაც, ცხინვალის რეგიონსაც. თუ ასეთ ვინმე ეგულებოდათ მაშინ დამნაშავენი არიან ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას აქამდე არ იღებდა”,- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა “პირველ რადიოსთან” საუბარში.

Comments
Loading...